ადგილობრივი თვითმმართველობა

ახალციხის მუნიციპალიტეტში თანამდებობა 3 სოფლის რწმუნებულმა დატოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე სამი სოფლის, ურაველის, აგარისა და ანდრიაწმინდის რწმუნებულებმა დატოვეს. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე მიიღეს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ბესიკ ხითარაშვილის თქმით, ჯერ უცნობია თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობს, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე კანდიდატთან. 

შეიცვალა გამგებლის მოადგილეც, 11 დეკემბერს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული ზაზა ხუციშვილი სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. ვინ დაიკავებს მის ადგილს, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები