მედია

რუსთავი 2-ის თანამშრომლები გვარამიას გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლებას ითხოვენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს და სთხოვეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და მთავარ პროკურატურას, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლონ. თანამშრომლების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხის დირექტორის დაკავება ტელეკომპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობად იქნება აღქმული. 

"დღეს, დილის 11 საათზე, არხის გენერალური დირექტორი, გამოძახებისთანავე გამოცხადდა დაკითხვაზე და ის არ ამბობს უარს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. შესაბამისად, ტელეკომპანია მიმართავს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დასრულებამდე, გაათავისუფლონ არხის გენერალური დირექტორი და არ დააყენონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატირობის შეფარდების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის დაკავება აღიქმება, როგორც არხის მუშაობისთვის ხელის შეშლა და რუსთავი 2-ზე ზეწოლის მცდელობა. ჩვენ თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მისცენ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს არხზე მუშაობის საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები