"არჩევნების წინ ვიძახდი, რომ სამწუხაროდ არსებობდა საფრთხე, მნგრეველთა დიდი ბრიგადა მოსულიყო, და ეს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ძალიან ბევრს. სამწუხაროდ, ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ამ დაპირებას ასრულებენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"გუშინ საქართველოს მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ძალიან მასშტაბური ნგრევის პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ერთადერთი მაგალითი არსებობს ავღანეთში თალიბების მიერ განხორციელებული. მე არა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და არა - ნგრევას.
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სხვადასხვა ნაგებობების კანონზომიერებას სპეციალისტები შეისწავლიან და არ არის გამორიცხული, რომ "გაუმართლებელი ნაგებობების მშენებლობა შეჩერდეს".
საქართველოს პრეზიდენტი




