აშშ

პოლიციამ სენდი ჰუკის თავდასხმის დროს დაღუპული ბავშვების და პედაგოგების გვარები გამოაქვეყნა

კონექტიქტიკუტის შტატის პოლიციამ სენდი ჰუკის თავდასხმის დროს დაღუპული ბავშვების და პედაგოგების გვარები გამოაქვეყნა.
სკოლაზე თავდასხმის დროს სულ 20 ბავშვი - 12 გოგონა და რვა ბიჭი დაიღუპა. დაღუპული ბავშვების ასაკი 6-7 წელია. 
თავდამსხმელმა 6 ზრდასრული პედაგოგიც მოკლა. ყველა მათგანი ქალია. დაღუპულებს შორისაა სენდი ჰუკის სკოლის დირექტორიც.  
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ნიუტაუნთან ახლოს მდებარე სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში ტრაგედია, გუშინ, 14 დეკემბერს, დატრიალდა. 20 წლის თავდამსხმელმა, ადამ ლანცამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, შემდეგ კი სკოლის 20 მოსწავლე და 6 პედაგოგი ჩახოცა. თავდასხმის შემდეგ ადამ ლანცამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.       
მომხდარის გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს მსოფლიოს ლიდერებმა. განცხადება გააკეთა თავად ბარაკ ობამამაც. აშშ-ში ოთხდღიანი გლოვაა გამოცხადებული. 

კომენტარები