უკრაინა

უკრაინაში მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს თავი მოკვეთეს

შაბათს, 15 დეკემბერს, ხარკოვის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმირ ტროფიმოვი, მისი მეუღლე, შვილი და რძალი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში თავმოკვეთილები აღმოაჩინეს
უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას თქმით, შესაძლოა ეს სასტიკი მკვლელობა მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. გამოძიება ასევე არ გამორიცხავს ყაჩაღობისა და შეკვეთილი მკვლელობის ვერსიებსაც. 
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარკოვის რეგიონული დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, მკვლელობები, როგორც ჩანს, შაბათს დილით მოხდა.

კომენტარები