იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანი: მას შემდეგ რაც ID ბარათი ავიღე, ჩემს რწმენას საფრთხე არ შექმნია

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან ახალი ელექტრონული პირადობის ბარათების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც იუსტიციის სახლში ახალი პირადობის მოწმობა აიღო, არც მის რწმენას და არც მის პირად ცხოვრებას საფრთხე არ შექმნია. მინისტრმა ყველას მოუწოდა, დაინტერესდნენ ამ ბარათების თავისებურებით. 

ამასთან, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ექნებათ მსჯელობა, თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით იმ ქვეყნებში, სადაც ელექტრონული ბარათების აღებას სერიოზული წინააღმდეგობა აქვს, როგორ იცავენ ასეთ ქვეყნებში მორწმუნეთა უფლებებს. 

წულუკიანი ასევე მიიჩნევს, რომ  თავისი როლი მართლმადიდებელმა ეკლესიამაც უნდა შეასრულოს. 

კომენტარები