საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს კალენდარული წრის დასრულებამდე კახა კაჭარავა გაწვრთნის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა კაჭარავა, რომელიც ამავდროულად საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელიცაა, ზესტაფონში კონსულტანტის როლსაც შეითავსებს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ზამთარაძე და დავით მუჯირი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გასული კვირიდან მოყოლებული აღარ არიან.