ინციდენტი

სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის შელაპარაკება მოხდა

„თუ ვინმე გადაწყვეტს, ყვირილი დაიწყოს, ვერ ავუკრძალავთ“, - ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ირაკლი ოქრუაშვილსა და ბაჩო ახალაიას შორის მომხდარ ინციდენტს.

ინციდენტი სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში მოხდა. როგორც ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა, „მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა“. დაპირისპირების მიზეზები მისთვის უცნობია.

ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვზე 4 დეკემბერს გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების მინისტრი მაშინ  აცხადებდა, რომ ისინი ერთ შენობაში კი მოათავსეს, მაგრამ ერთმანეთთან კონტაქტი ვერ ექნებოდათ.

ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოში ჩამოსვლისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა კატეგორიულად მოეთხოვა იქ გადაყვანა, სადაც ბაჩო ახალაია იმყოფებოდა: „შეიძლება კატეგორიულად მოვითხოვო იქ ვიყო, სადაც ეს ნაძირალა ახალაიაა“.

 

კომენტარები