ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება და ხშირად დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ:
"კოორდინაცია არაა და ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად. მგონი ბევრი აღარ კითხულობს ჩემს განცხადებებს და ჩემს გამოსვლებს. განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები და ნუ, ამაზე მივუთითებთ. ეს ნორმალური პროცესია პრინციპში. აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში პირველად არის, ძალიან ბევრი პარლამენტარი ახალია. რაღაც დრო გავიდა და ახლა უფრო დისციპლინებულები უნდა ვიყოთ და კოორდინაცია უნდა იყოს ერთმანეთში", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრს ათწუთიანი გამოსვლა ექნება და უმრავლესობის შეკითხვებს უპასუხებს.




