შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძის მამას ქონებას, საგადასახადო გირავნობა დაედო, რაც მიწის გადასახადის გადაუხდელობამ განაპირობა. სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
მშობლების ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, გოგა ხაჩიძემ სოციალური ქსელების მეშვეობით გუშინ გაავრცელა.




