დღეს, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებს არჩევანი ლეილა მესხს და ალექსანდრე მეტრეველს შორის უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ, 33-მა დელეგატმა მხარი მეტრეველს დაუჭირა, ხოლო 23-მა მესხს.
შეგახსენებთ, რომ ლეილა მესხი ჩოგბურთის ფედერაციას სათავეში 1998 წლიდან ედგა, ალექსანდრე მეტრეველი კი მის ადგილს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.