კულტურის სამინისტრო

ხუნდაძე და მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილეები აღარ არიან

ხათუნა ხუნდაძე და იური მეჩითოვი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები აღარ არიან, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მმართველი გუნდის ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი. ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობენ მინისტრი გურამ ოდიშარია და ორი მოადგილე - ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი. რაც შეეხებათ ხათუნა ხუნდაძესა და იური მეჩითოვს, ისინი რჩებიან კულტურის სამინისტროში. მათი ფუნქციები და სტატუსი განისაზღვრება ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებისთანავე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ხუნდაძე ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსების გამო მოექცა, სადაც ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უცენზუროდ მოიხსენიებდა. რაც შეეხება იური მეჩითოვს, მის გადადგომას Facebook-ზე ითხოვდა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გახსნა გვერდი „გადადგეს მეჩითოვი“. გვერდის წევრები youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოს აპროტესტებდნენ, სადაც მეჩითოვი რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე გამოთქვამს მოსაზრებებს.

 

კომენტარები