შიმშილობის აქცია

"ქართული ოცნების" კოორდინატორმა შიმშილობა დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ზურაბ ხუნდაძემ შიმშილობის აქცია დაიწყო. "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხუნდაძე აცხადებს, რომ შიმშილობის აქციას არ შეწყვეტს, სანამ მას საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე არ შეხვდება.

"სამი თვის განმავლობაში ვემსახურებოდი "ქართულ ოცნებას", სიმართლეს, რაც შეგვიფასეს 150 ლარით. პარლამენტარებს 2700 ლარი არ ეყოთ და დამატებას ითხოვენ. ჩვენ გვითხრეს, რომ გულს არ გვატკენდნენ. ვითხოვ 500 ლარზე მეტს, წაგებული პარტიის კოორდინატორებმა 500 ლარი აიღეს", - აცხადებს ზურაბ ხუნდაძე. 

კომენტარები