შსს

დაკითხვაზე მისული ვანო მერაბიშვილი: ბატონებო, ვარ მე ლევან მაისურაძე?

საქართველოს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გამოცხადდა. სამინისტროში შესვლამდე მან ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას.
„მინდა განვუცხადო ივანიშვილს და მის პარტიას, რომ ჩვენს გუნდს, მუქარით, შანტაჟითა და დაშინებით ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ აგვაღებინებს, რომ საქართველოსთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და არ შევდრკებით. მე მზად ვარ მივიდე ყველგან, პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვას და საქართველოსთვის ბრძოლა გავაგრძელო“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ჟურნალისტის  კითხვაზე, მართლა სარგებლობდა თუ არა ყოფილი პრემიერი ლევან მაისურაძის პასპორტით, მერაბიშვილი პასუხობს: „ბატონებო, ვარ მე ლევან მაისურაძე?“.
შეგახსენებთ, რომ შსს ვანო მერაბიშვილს ყალბი პასპორტის გამოყენებით ქვეყნის ტერიტორიის დატოვების მცდელობაში ედავება.  

კომენტარები