მთავარი პროკურატურა

ახალაიას, თოფურიძეს, ალანიას და მელნიკოვს პროკურატურა ბრალს მალე წაუყენებს

დღეს, 30 ნოემბერს, საქართველოს მთავრმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვს უახლოეს პერიოდში წარედგინებათ ბრალი. 
პროკურატურა მათ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. 
აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებას  მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტზე აწარმოებს. პროკურატურის მტკიცებით, დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი  მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს თანამშრომლებს 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ძველ სახლში მომხდარი ინციდენტის გამო  ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნული ინციდენტი ეხებოდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიასთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. 
არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ის პირები, რომლებსაც აღნიშნული დანაშაულისთვის უახლოეს პერიოდში წარედგინებათ ბრალი, საქართველოში არ იმყოფებიან.

კომენტარები