დაკავება

ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დაკავებულია

სამართალდამცველებმა ზესტაფონის გამგებელი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დააკავეს.

ზესტაფონის გამგებელი დღეს დილიდან ამ დრომდე, ქუთაისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით დააკავეს.

იმერეთის საოლქო პროკურატურაში გეწაძის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს და 184-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კომენტარები