საქართველო-უკრაინა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევ პოსტ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და უკრაინის საერთო ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არის ორივე ქვეყნის უალტერნატივო მომავალი. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში მისი გუნდის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში გატარდა და იმედი გამოთქვა, რომ დაწყებული პროგრესი კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე კონფერენციაზე ასევე ისაუბრა უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, პიოტრ პორშენკომ. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მიმდინარე რეფორმებმა საქართველო მისაბაძი მაგალითი გახადა და თავისი მთავრობის წევრებს საქართველოს წარმატებებისა და გამოცდილებების გაზიარებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები