მთავარი პროკურატურა

კბილაშვილი: მერაბიშვილს პროკურატურა დაკითხავს

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურა ვანო მერაბიშვილს დაკითხავს. ამის შესახებ კბილაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა. თუმცა კბილაშვილს დაკითხვის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. 

"ახლა თბილისში არ ვარ. შესაბამისად საქმის მასალებს არ გავცნობივარ და რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ლოგიკის დონეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მოხდება, თუმცა ბუნებრივია ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე სრული გამოძიება ჩატარდება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას  ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან  და­კავ­ში­რე­ბულ მა­სა­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა. შსს თქმით, 2008 წელს მე­რა­ბიშ­ვილ­მა კუ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­თა ახა­ლა­ია და ვა­სილ სა­ნო­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა მათ მა­ინც მი­უწ­ვდე­ბო­დათ ხე­ლი ოპე­რა­ტი­ულ მა­სა­ლა­ზე და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კუ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში


კომენტარები