ტარიფები

გია ხუხაშვილი: ტარიფებთან მიმართებით ახალმა ხელისუფლებამ მოულოდნელი პარამეტრები აღმოაჩინა

 ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”პალიტრა TV”-ის ეთერში, გადაცემა ”რეზიუმეში” საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ტარიფს თეორიულად ითვლიდნენ არ ჰქონდათ საქმის რეალური სურათი. ხუხაშვილის განცხადებით - ”იმ ადამიანებს, რომლებიც კოალიციასთან იყვნენ დაახლოებულნი რეალურად ჰქონდათ ტარიფების შემცირების სურვილი და გააჩნდათ რაღაც  გათვლებიც, თუმცა ეს გათვლები ხშირ შემთხვევაში არ ემყარებოდა კონკრეტულ მონაცემებს და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა.”

ხუხაშვილის თქმით ნავთობის და გაზის კორპორაციას აღებული ქონდა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა პარლამენტის მშენებლობა, ტრაქტორების შეძენა და ევროობლიგაციების ყოველწლიური თანხის გადახდა. მისი თქმით - ”ეს ყველაფერი აისახება ტარიფში და ბუნებრივია, კორპორაცია წაგებაზე ვერ იმუშავებდა"  

ხუხაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ საქმით სამართალდამცავები დაინტერესდნენ. ”ახალ ხელისუფლებას კონკრეტულ დოკუმენტებზე ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი, მით უმეტეს არ მიმიწვდება მე, მაგრამ უახლოეს დღეებში, როგორც ვიცი, იქ იგეგმება ახალი მენეჯმენტის შესვლა აუდიტთან ერთად და მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი" -აღნიშნა მან.

 

 

 

კომენტარები