პროკურატურა

აკაკი მინაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მინაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის, თენგიზ გუნავას საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს და 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გუნავა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კანონის სრული დარღვევით დააკავეს. შსს ყოფილმა მაღალჩინოსანმა საჩივრის წერილით მთავარ პროკურორს მიმართა. 

კომენტარები