მთავარი პროკურატურა

თბილისის მერის მოადგილე მოწმის სახით იკითხება

თბილისის მერის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს ამ წუთებში პროკურატურაში კითხავენ. მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ მიქაბერიძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ, ხოლო ხიზანიშვილი მოწმის სახით იკითხება.

შეგახსენებთ, შოთა ხიზანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი მას სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ეკავა.

კომენტარები