ვიზიტი

ბიძინა ივანიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, 12-13 ნოემბერს, ივანიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში - შტეფანს ფულეს, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის შეხვდება.

გარდა ამისა, იგეგმება შეხვედრები ბელგიაში მცხოვრებ ქართველებთან.

14 ნოემბერს დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან. 

კომენტარები