საპროტესტო აქცია

მარნეულის პოლიციის ახალ უფროსს ქართული ოცნების აქტივისტები დაუპირისპირდნენ

მარნეულის პოლიციის უფროსად ტარიელ მაისურაძის დანიშვნას ქართული ოცნების აქტივისტების და წევრების პროტესტი მოჰყვა. გუშინ,  3 ნოემბერს, საპროტესტო აქცია გაიმართა მარნეულის პოლიციის შენობასთან. ქართული ოცნების აქტივისტები შინაგან საქმეთა მინისტრს მაისურაძის გათავისუფლებას სთხოვდნენ. 
დღეს, 4 ნოემბერს, აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მარნეულის ოფისთან შეკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ მაისურაძე წინასაარჩევნო პერიოდში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის დაშინებაში მონაწილეობდა. საქმე ისაა, რომ პოლიციის უფროსად დანიშვნამდე ტარიელ მაისურაძე მარნეულის დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობდა.   
ქართული ოცნების აქტივისტები აცხადებენ, რომ, თუ ტარიელ მაისურაძე თანამდებობიდან დღის ბოლომდე არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციას უკვე ორშაბათიდან განაახლებენ.

კომენტარები