პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

პრეზიდენტის სასახლე მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საკუთრება არ არის, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. 

"საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება არ გახლავთ, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიული ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც ეს ჩვენი ქვეყნის, ქართული დემოკრატიის ნაწილია. ასევე, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია შეუთანხმებლობის მიუხედავად განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობისადმი შეგუება. ვთვლით, რომ ეს არის კარგი და სწორი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილურად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა", განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს უფლებამოსილება 2013 წელს ეწურება. 

ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს მოუწოდა პრეზიდენტის სასახლიდან კანცელარიაში გადასულიყო.

კომენტარები