რეზიდენცია

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს კანცელარიაში არსებული რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

ივანიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის მომსახურებაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც დაუშვებელია.

„ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 ათასი ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. სააკაშვილი, რომელიც ვადას იგრძელებს, ბიუჯეტიდან ამხელა თანხას მოიხმარს. ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 800 ათასი ლარი ირიცხება სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე, პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ ისევ არ გვაქვს გარკვეული“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თავად ავლაბრის რეზიდენციით სარგებლობას არ აპირებს, რადგან „ქვეყნის ინტერესებში ასეთი ფეშენებელური შენობის მომსახურება არ შედის“.

კომენტარები