ენერგეტიკა

ნავთობკომპანია Socar-მა იტერა-საქართველო იყიდა

აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-მა იტერა-საქართველო იყიდა და ერთადერთ გაზგამანაწილებელ კომპანიად იქცა საქართველოში, თბილისის გარდა. იტერა-საქართველო საერთაშორისო კომპანიის ნაწილია და საქართველოში ის 170,000-მდე აბონენტს აწვდიდა გაზს. 

Socar-ის ხელმძღვანელობის თქმით, კომპანიის ფასი დიდი არ იყო, თუმცა კონკრეტულად რა გადაიხადა იტერა-საქართველოში, არ ასახელებს. აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 2008 წელს 22 გაზგამანაწილებელი კომპანია შეიძინა.

Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს ფაქტი კომპანიის პოზიციას საქართველოში არ შეცვლის. 

აბდულაევის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი პრემიერმინისტრს შეხვდა  და ის დიდად აფასებს Socar-ის ინვესტიციებს საქართველოში. 

 

კომენტარები