თავდაცვის სამინისტრო

ალასანიამ მოადგილეები წარადგინა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავისი მოადგილეები წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში ლევან მიქელაძის ფონდის ხელმძღვანელი იყო. ალასანიას თქმით, ლევან დოლიძე ასევე იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და იმუშავებს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების მიმართულებით.
ალასანიამ კიდევ ორი მოადგილის ვინაობა დაასახელა: ალექსანდრე ბურჭულაძე ფინანსურ საკითხებს გაუწევს კურირებას, ხოლო ირაკლი გეგეჭკორი - უსაფრთხოების საკითხებს. მოადგილეების წარდეგინასა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი გეგეჭკორი 2002-2003 წლებში მონაწილეობდა  პანკისის ხეობაში სამართალდამცავ და კონტრტეროტრისტულ ოპერაციებში, ასევე მოღვაწეობდა საქართველოს საგარეო დაზვერვაში. 
ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოადგილეების კანდიდატურები პრემიერ-მინისტრმა უკვე დაამტკიცა. 

კომენტარები