აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ, 13 ხმით არცერთის წინააღმდეგ, არჩილ ხაბაძე აირჩიეს.
უმაღლესი საბჭოს სხდომის კენჭისყრაში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
32 წლის არჩილ ხაბაძე 2008 წლიდან დღემდე ქართუ ბანკის აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
ხაბაძემ თანამდებობაზე ლევან ვარშალომიძე შეცვალა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. მათგან 13 კოალიცია ქართულ ოცნებას წარმოადგენს, ხოლო რვა - ნაციონალურ მოძრაობას.




