საქართველო-სომხეთი

ტიგრან სარქისიანმა ბიძინა ივანიშვილი სომხეთში მიიწვია

სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცა და ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.

„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივ ურთიერთობებს დამატებითი იმპულსი მივცეთ. ეს ურთიერთობები ქართველი და სომეხი ერების საუკუნოვან მეგობრობაზეა დაფუძნებული. ვისარგებლებ მომენტით და მინდა, თქვენთვის ხელსაყრელ ვადებში სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიგიწვიოთ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას პარ­ლა­მენ­ტმა 88 ხმით 54-ის წი­ნა­აღ­მდეგ ნდო­ბა გუშინ გა­მო­უც­ხა­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გახ­და.

კომენტარები