აშშ

ეგვიპტეში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმაში მონაწილე პირი დაიღუპა

ეგვიპტეში სამართალდამცავებთან შეტაკებისას, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა.

ეგვიპტის მთავრობის განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებას პოლიციამ ქაიროს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნო. თავდასხმაში მონაწილე პირი შეიარაღებული დაპირისპირებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. სამართლდამცავების ცნობით, იგი სინის ნახევარკუნძულზე გადასვლას გეგმავდა, სადაც ერთ-ერთ ისლამისტურ დაჯგუფებასთან კონტაქტის დამყარებას აპირებდა.

სექტემბერში ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად ოთხი ამერიკელი დიპლომატი დაიღუპა, მათ შორის, აშშ-ის ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი.

 

კომენტარები