მასმედია

პარლამენტთან ტელეკომპანია ПИК-ის ჟურნალისტების აქცია გაიმართა

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, ტელეკომპანია ПИК-ის ჟურნალისტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები არხის მაუწყებლობის შეჩერებისა და გამოყოფილი ფინანსების  საკითხის გამოძიებას ითხოვდნენ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ საკითხს გადახედავს.

აღნიშნული საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიც განიხილება.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია ПИК-ი ეთერში აღარ გადის. მაუწყებლობის შეწყვეტას წინ უძღოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ПИК-თან საქმიანი კონტაქტების შეჩერება.

13 ოქ­ტომ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ეთერ­ში „მდუ­მა­რე“ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა გა­უშ­ვეს. ПИК-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, მი­სი სიგ­ნა­ლი კი თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­ი­თი­შა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ ვი­თა­რე­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწ­ყე­ბელს აკის­რებ­დნენ, რო­მე­ლიც ПИК-ის დამ­კვეთს წარ­მო­ად­გენს და გან­მარ­ტე­ბებს ისინ­ი სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწ­ყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან მო­ით­ხოვ­დნენ.

ამის სა­პა­სუ­ხიდ, 16 ოქ­ტომ­ბერს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწ­ყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ПИК-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას წე­რი­ლო­ბით აც­ნო­ბა, რომ აჩე­რებს ПИК-თან კონ­ტრაქ­ტის მოქ­მე­დე­ბას ПИК-ის მხრი­დან მი­სი დაღ­ვე­ვის მო­ტი­ვით. კერ­ძოდ, „მდუ­მა­რე“ სა­ი­ნ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის ეთერ­ში გაშ­ვე­ბი­სა და არ­ხის თა­ნამ­გზავ­რზე თვით­ნე­ბუ­რად ჩარ­თვის გა­მო. ამ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ არ­ხის მა­უწ­ყებ­ლო­ბა შე­ჩერ­და.

საკითხს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც გამოეხმაურა. საია-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწ­ყებ­ლი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია ПИК-ის მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბით უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს.

კომენტარები