აჭარა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი განიხილება

დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში უშედეგოდ დასრულდა კონსულტაციები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შესარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით.  
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამ კანდიდატს განიხილავს: ჯემალ ფუტკარაძეს, არჩილ ხაბაძესა და არმაზ ახვლედიანს. თუმცა პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქვე განმარტავს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ავთანდილ ბერიძე უალტერნატივოა.
„სამი კანდიდატი განიხილება რეალურად. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ უფრო წინ წავწეულიყავით. სამივე მისაღებია საინიციატივო ჯგუფისათვის. მე დავავალე და დღეს მიმართავენ პრეზიდენტს, რომ დაჩქარდეს უმაღლესი საბჭოს სესიის მოწვევა და ეს იყოს 26 ოქტომბრისთვის. ამ დროის შუალედით მე კიდევ ვისარგებლებ, რომ მივიღო საბოლოო გადაწყვეტილება“, – აცხადებს ივანიშვილი.  

კომენტარები