სასჯელაღსრულების სისტემა

მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

22 ოქტომბერს #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პატიმარი გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულის გარდაცვალება გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია.

პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან 19 სექტემბერს გადაიყვანეს.

 

კომენტარები