აშშ

ნიუ-იორკის ცენტრში აფეთქების მცდელობა აღკვეთეს

ნიუ-იორკში ფედერალური სარეზერვო ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების მცდელობაში ეჭვმიტანილი ბანგლადეშის მოქალაქე დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდა სატვირთო მანქანის აფეთქების მცდელობისთვის დააპატიმრეს, რომელშიც დაკავებულის აზრით, ნახევარი ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

FBI-ის განცხადებით, ბანგლადეშელი კვაზი მოჰამედ ნაფისი აშშ-ში ტერორისტული აქტის განსახორციელებლად ჩავიდა. მას ბრალად მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მცდელობა და დაჯგუფება ”ალ ქაიდასათვის” მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენა ედება.

გამოძიების თანახმად, ნაფისი შეერთებულ შტატებში 2012 წლის იანვარში ჩავიდა და თავდასხმების განსახორციელებლად კონტაქტების მოძიებით იყო დაკავებული. FBI-ის ცნობით, ამ ეტაპზე ბანგლადეშის მოქალაქე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

 

კომენტარები