ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდტი თბილისში იმყოფებიან. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უკვე გამართეს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან მაია ფანჯიკიძესთან.
შტეფან ფულეს და ჰელგა შმიდტს ამ დროისათვის ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთებენ განცხადებებს.
დღის განმავლობაში დაგეგმილია აგრეთვე, შეხვედრა მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან.




