ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი ბარამიძემ საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესსნიუსს” განუცხადა, რომ ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებზე ქართული ოცნება დაშინებითა და ზეწოლით ზემოქმედებას ცდილობს.
"მათ სურთ ჰყავდეთ ბევრი კანდიდატი, ჩვენ კი - ცოტა. ცდილობენ კომისიის წევრები დააშინონ და ასე მიიღონ სასურველი შედეგი. ისინი არ ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძე, ზუგდიდში ”ნაციონალური მოძრაობის” დავალებით ჩავიდა. 67-ე საოლქო კომისიაში მისმა გამოჩენამ ხმაური გამოიწვია, სადაც მან მისივე პარტიის დამკვირვებელი ბართლომე შელია შეცვალა. კომისიის წევრთა ნაწილი მის გამოჩენას აპროტესტებდა, თუმცა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თავად ბარამიძე აცხადებენ, რომ ამაში უკანონო არაფერია.




