ტელეკომპანიებმა რუსთავი 2 და იმედი, მაყურებელს ამერიკული კვლევითი კომპანიის Edison Research-ის მიერ წარმოებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი გააცნო.
საბოლოო შედეგების მიხედვით კვლავ ქართული ოცნება ლიდერობს, მას გამოკითხულთა 50% უჭერს მხარს, მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 41%, მესამე ადგილს 5%-ით ქრისტიან დემოკრატიული პარტია იკავებს, ამ მაჩვენებლით მან მინიმალური ზღვარი გადალახა და პარლამენტში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ Edison Research-ი 1994 წელს დაარსდა, 1996 წლიდან კი იგი აქტიურად აწარმოებს კვლევებს აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებებისთვის. კომპანიის კლიენტებს შორისაა ABC, CBS, CNN, FOX, NBC და Associated Press.




