პაკისტანი

პაკისტანის მინისტრმა ანტიისლამური ფილმის შემქმნელის თავისთვის ჯილდო დააწესა

დღეს პაკისტანში, ქალაქ პეშავარში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის სახელმწიფო მინისტრმა - გულამ აჰმად ბილურმა განაცხადა, რომ ის მზადა არის ანტიისლამური ფილმის - “ისლამის უცოდველობა” - ავტორის თავისთვის, გასამრჯელო დააწესოს.

“მე გადავუხდი 100 ათას დოლარს მას, ვინც მოკლავს ფილმის შემქმნელს. და თუ სამომავლოდ, ვინმე კიდევ შეეცდება გაიმეოროს მსგავსი ბოროტება, მე ისევ გადავიხდი 100 ათასს.”- განაცხადა მინისტრმა და ბოლოს დაამატა, რომ “წმინდა ვალის შესრულებისათვის”, ის მზადაა თანხა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს.

მინისტრის ამ განცხადებას მაშინვე მოყვა გამოხმაურება. პრემიერის პრესსმდივანმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ განცხადებას და რომ ეს არ წარმოადგენს სახელმწიფოს პოზიცია.

ამერიკა თავის მოქალაქეებს პაკისტანში გამგზავრებისგან თავის შეკავებას სთხოვს. აშშ-ს მთავრობამ 70 ათასი დოლარი დახარჯა პაკისტანის 7 არხზე 30 წამიანი ვიდეორგოლის გასასვლელად, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ფილმს აკრიტიკებენ.

აშშ-ში შექმნილი ფილმის პროდიუსერი კალიფორნიაში მცხოვრები ეგვიპტელი კოპტი, ნაკულა ბასლინაკულა, პოლიციის განცხადებით მალვაშია.

 

კომენტარები