სასჯელაღსრულების სისტემა

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალებზე საუბრობს

მეცხრე არხზე, ეკა ბერიძის გადაცემა მთავარი კითხვის პირდაპირ ეთერში ბრუსელიდან ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ჩაერთო. მან განაცხადა, რომ კიდევ 1,5-საათიანი ჩანაწერი არსებობს, რომელიც 2010-2012 წლებში საქართველოს ციხეებში მომხდარ პატიმართა წამების ფაქტებს ასახავს. 
ფოფხაძის თქმით მასალები ბრიუსელში ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა მიაწოდა. ინაშვილს კი ფირები შსს-ს უცნობმა მაღალჩინოსნებმა ვანო მერაბიშვილის დავალებით გადასცეს. 
ჩანაწერებს საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე აკეთებდა. ფოფხაძის თქმით,  ბედუკაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. 
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე ამჟამად ძებნილია და ბრიუსელში იმყოფება. 
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ წამების ამსახველი მასალები მას დაახლოებით 3 თვეზე მეტია აქვს. 
ეკა ბერიძის კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ამ მასალების უფრო ადრე გავრცელება, ფოფხაძემ განაცხადა, რომ ბედუკაძის ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თუმცა იქვე დასძინა, რომ ევროსტრუქტურებში წამების ამსახველი ვიდეომასალა ნანახი ჰქონდათ.
მოგვიანებით, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ დაახლოებით მაისი–ივნისის დასაწყისში მასთან ოფისში მივიდა შსს-ს მაღალჩინოსანი და ვანო მერაბიშვილის სახელით სთხოვა ჟურნალისტს მასალას გასცნობოდა. 

კომენტარები