სასჯელაღსრულების სისტემა

სახალხო დამცველი ითხოვს პატიმართა წამების ფაქტების გამოძიების მონიტორინგში ჩართვას

სახალხო დამცველის მოადგილემ ტატა ხუნწარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განცხადა, რომ სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა წამების ფაქტების გამოძიების მონიტორინგში ჩართვას თხოვნით. 
ხუნწარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ოფისი მკაცრად გააკონტროლებს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და დეტალური ინფორმაციის მიღებას შეეცდება როგორც პასუხისგებაში მიცემული პირების, ისე ჩატარებული ან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. 
სახალხო დამცველის მოადგილემ გააკრიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი მდგომარეობა და განაცხადა, რომ ეს  ხელისუფლების მთელი რიგი ორგანოების მხრიდან აბსოლუტურად არასწორმა მიდგომამ  განაპირობა. 
”ჩვენს მიერ მოწოდებულ შესაძლო წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო ორგანოები უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად იწყებენ გამოძიებას და აღნიშნულ ფაქტებს სათანადო რეაგირება არასდროს მოჰყოლია, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევისა, რაც გარკვეულწილად მსგავსი დანაშაულებისათვის წამახალისებელ ფაქტორად იქცა", - განაცხადა ტატა ხუნწარიამ. 

კომენტარები