მოდის ინდუსტრია

Dior ჟურნალს უშვებს

მოდის ცნობილ სახლში გადაწყვიტეს პრიალაყდიანი ჟურნალი გამოუშვან, სახელად Dior Magazine, რომელშიც, ბუნებრივია, მოდის ინდუსტრიაზე დაიწერება. პირველ ნომერზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ისიც ცნობილია, რომ პირველი გამოცემის გარეკანზე ფრანგი მსახიობი, Lady Dior ჩანთების სახე, მარიონ კოტიარი იქნება. ფოტოს ავტორი ჟან-ბატისტ მონდინოა. მასზე კოტიარს 1947 წელს შექმნილი რეტრო ჟაკეტი აცვია.

ნომერში 110 გვერდია. ჟურნალი სექტემბერსა და მარტში ცხრა ენაზე გამოვა, მისი გავრცელება კი დიორის კლიენტებს შორის მოხდება. 

კომენტარები