გადადგომა

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი თანამდებობიდან გადადგა.

არსებული ინფორმაციით, რამაზ ნიკოლაიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

როგორც ცნობილია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ბაკურაძე იქნება. 

რამაზი ნიკოლაიშვილი  2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულად გურიის მხარეში, 2008 წლის ზაფხულში თავდაცვის მინისტრის მოადგილედ,  ხოლო მოგვიანებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 2010 წლიდან იყო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 

კომენტარები