გადადგომა

თურქეთში საქართველოს კონსულმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა გელა ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გელა ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა.

,,ბოლო სამი დღის განმავლობაში იმედი მქონდა, რომ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურების მიერ გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები, მიმართული პატიმართა წამებაში დასახელებული ყველა პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯისთვის, თუმცა ეს არ მომხდარა. სწორედ ამიტომ, ვაპროტესტებ მომხდარ დანაშაულებს, გამოვხატავ სოლიდარობას უფლებაშელახული პატიმრების მიმართ და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას." -ნათქვამია განცხადებაში.

გელა ჯაფარიძემ გადადგომის თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.  

კომენტარები