გადადგომა

ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

ბარსელონაში საქართველოს კონსულმა პაატა პაპუაშვილმა, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პაატა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა.

,,მინდა გამოვხატო დიდი გულისტკივილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ადამიანთა მასობრივი წამების ფაქტების გამო და გავიზიარო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
ძალადობის მიმართ პროტესტისა და უფლებაშელახულ ადამიანთა სოლიდარობის ნიშნად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას."-ნათქვამია განცხადებაში.

პაატა პაპუაშვილმა გადადგომის თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. 

კომენტარები