ამერიკის ღია პირველობა

ტატიშვილი მესამე წრეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამ ტურნირზე წელს, ანას დებიუტი არ ყოფილა - შარშან რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდა და  2:6, 2:6 დამარცხდა. 

ტატიშვილმა კარგად დაიწყო და პირველ წრეში ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონს სძლია (6:2, 6:0). მეორე წრეში, ანას რუმინელი სორენა კირსტეას სახით, რთული მეტოქე შეხვდა. კირსტეა მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზეა და პირველ წრეში 23-ე ადგილზე მყოფი გერმანელი საბინე ლისიცკის დამარცხება მოახერხა. 5:7, 6:1, 6:2 - ასეთი ანგარიშით დაამარცხა ტატიშვილმა მეტოქე და ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის, მესამე წრეში გააღწია. შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის, ქართველმა 160 სარეიტინგო ქულა და 65 000 დოლარი მიიღო. 

მესამე წრეში, ანა ტატიშვილის მეტოქე მენდი მინელა იქნება. რეიტინგში 79-ე ადგილზე მყოფი მინელა, ლუქსემბურგელია და მეორე წრეში, ჩეხ კრისტინა პლუშკოვას სძლია.

კომენტარები