ფლამენკოს შოუ

ხოაკინ კორტესი ბათუმში

ფლამენკოს მსოფლიო ვარსკვლავი ხოაკინ კორტესი დღეს ბათუმის პიაცაზე წარმოდგენას Calé გამართავს. მისი თანაავტორობით დაწერილი მუსიკა თექვსმეტი მომღერლის და მუსიკოსის მიერ ჩელოს, ვიოლინოს, კონტრაბასის, საქსაფონის, საყვირის და დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით ცოცხლად შესრულდება.  

მეგავარსკვლავს იგივე კონცერტი გამართული აქვს მადრიდში, ნიუ-იორკში, ბარსელონაში, საუდის არაბეთსა და მექსიკაში. 

ხოაკინ კორტესი შვიდი მოცეკვავის თანხლებით იცეკვებს. ბათუმის პიაცაზე გამართული წარმოდგენა ესპანელი მოცეკვავის შემოქმედებითი კარიერის რეტროსპექტივაა და აერთიანებს ექვს სასცენო შოუს, რომლებიც მან თავის დასთან ერთად ბოლო ოცი წლის განმავლობაში დადგა. 

წარმოდგენა დასრულდება სოლო რეკვიემით და მთლიანი დასის მიერ Calé-სთვის შესრულებული ფინალური ტანგოთი. საკონცერტო ტანსაცმელი ხოაკინ კორტესისთვის დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ შექმნა.

ეს ფლამენკოს მსოფლიო ვარსკვლავისთვის საქართველოში მეორე ვიზიტი იქნება. პირველად 2008 წელს ჩამოვიდა და კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა. 

 

 

კომენტარები