რამადანი

პრეზიდენტმა მუსლიმებს რამადანის დასრულება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით რამადანის დასრულება და ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

"ძვირფასო თანამემამულენო, დღეს მუსლიმური სამყარო რამადანის დასრულებას ბაირამის დღესასწაულით აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ და ძვირფას ნაწილს. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს და წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს ერთიან და ძლიერ საქართველოში," დაწერა სააკაშვილმა თავის გვერდზე. 

 

კომენტარები