არჩევნები 2012

ქართულმა ოცნებამ ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლის ზღვარს გადააჭარბა

კოალიცია ქართულმა ოცნებამ ერთი წყაროდან მიღებულ შემოწირულობის  ხუთასიათასიან ზღვარს გადააჭარბა, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. 

”2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე აღნიშნულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა იმ ფიზიკური პირებისაგან, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შემოსავალს ერთი წყაროდან - ბიძინა ივანიშვილისაგან იღებენ, სულ შემოწირულების სახით მიიღო 623,858,75 ლარი. შესაბამისად, კანონით დადგენილი ზღვარის გადაჭარბებით მიღებული თანხა შეადგენს 123,858 ლარს,” ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

აუდიტის სამსახურმა ქართულ ოცნებას მიმართა და ზღვარსგადაცილებული თანხის შემომწირველებისთვის 5 დღის ვადაში დაბრუნება მოსთხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოწირულობა უკანონოდ ჩაითვლება. 

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემომწირველი ფიზიკური პირები შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან (ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან ან მათთან დაკავშირებული პირებისაგან), მაშინ მათ მიერ ერთი პარტიის საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ წლის განმავლობაში განხორციელებულ შემოწირულებათა საერთო ოდენობაარ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს, ამასთანავე თითოეულის მიერ განხორციელებული შემოწირულებების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.

 

კომენტარები