არჩევნები 2012

ქართულმა ოცნებამ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები წარადგინა

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები წარადგინა. 

კოალიციის სახელით, ბათუმში კენჭს აკაკი ძნელაძე იყრის, ქობულეთში - ანზორ თხილაიშვილი, ხულოში ამირან მამულაძე, შუახევში ჯემალ ფუთკარაძე, ხელვაჩაურში კი თემურ კახიძე. 

რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილმა აჭარის საპარლამენტო მაჟორიტარებიც წარადგინა. კოალიციის სახელით, ბა­თუმ­ში- მურ­მან დუმ­ბა­ძე, ქე­და­ში- და­ვით ანა­ნი­ძე, ქო­ბუ­ლეთ­ში- ქი­ბარ ხალ­ვა­ში და ფა­ტი ხალ­ვა­ში, შუ­ა­ხევ­ში- შო­თა ზო­ი­ძე, ხუ­ლო­ში- ზია სა­გი­ნა­ძე და ხელ­ვა­ჩა­ურ­ში- როს­ტომ ხალ­ვა­ში იყრიან კენჭს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, პირველ ოქტომბერს გაიმართება. 


კომენტარები