მოდა

Bill Blass კრეატიული დირექტორის გარეშე დარჩა

Bill Blass-ის პრეზიდენტმა, სკოტ პატიმ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ჯეფრი მონტეირო, რომელსაც ეს თანამდებობა 2009 წლიდან ჰქონდა დაკავებული, გაათავისუფლა. მან ყოველგვარი განმარტების გარეშე სამსახურიდან ასევე დაითხოვა მთელი პერსონალი, მონტეიროს ცხრა კაციანი გუნდი, რომელიც ქალის სამოსის ხაზზე მუშაობდა. პატიმ პერსონალს განუცხადა, რომ ნიუ იორკის მოდის კვირეულზე Bill Blass Limited გაზაფხული-ზაფხული 2013 წლის კოლექციის ჩვენება აღარ გაიმართებოდა.

ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ გაზაფხული-ზაფხული 2013-ის კოლექცია უკვე თითქმის დასრულებული იყო, ნიუ იორკის ოფისი კი 250 000 დოლარის ღირებულების იტალიური ქსოვილით იყო სავსე, ხოლო მათ სტილისტს ანაზღაურება უკვე წინასწარ ჰქონდა მიღებული. თუმცა, საკადრო ცვლილებები კომპანიაში დიდი ხანია აღარავის აკვირვებს - 1999 წლის შემდეგ, რაც ბლასმა თანამდებობა დატოვა, ხელმძღვანელობამ ხუთი დიზაინერი გამოცვალა, თუმცა ქალის სამოსის ხაზისთვის, როგორც ჩანს, დღემდე ვერ ნახა ადამიანი, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა და კომპანიას დიდ მოგებას მოუტანდა.

 

 

კომენტარები